თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს - ამოღებულია სასტარტო იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა

სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
ისინი, სავარაუდოდ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მათივე თანატოლებზე ძალადობას გეგმავდნენ, რასთან დაკავშირებითაც, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით კონტაქტობდნენ.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად სასტარტო იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.

























