საფრანგეთის ქალაქ ორლეანში მარინ ლე პენის პარტიის ყრილობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საფრანგეთის ქალაქ ორლეანში მარინ ლე პენის პარტიის ყრილობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ქალაქ ორლეანში, სადაც ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ყრილობა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტები ანტიფაშისტურ ლოზუნგებს სკანდირებენ, პარტიის ლიდერის მარინ ლე პენის დაკავებას, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ.
პოლიციის მონაცემებით, ორლეანში ლე პენის წინააღმდეგ მსვლელობაში მონაწილეობას 11 000 ადამიანი იღებს.

























