Reuters - დღევანდელი საპროტესტო აქციების წინ საფრანგეთში 70 000 პოლიციელია მობილიზებული

Reuters - დღევანდელი საპროტესტო აქციების წინ საფრანგეთში 70 000 პოლიციელია მობილიზებული

დღევანდელი საპროტესტო აქციების წინ საფრანგეთში 70 000 პოლიციელია მობილიზებული, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთის მასშტაბით ასობით საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, რის გამოც ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა პოლიციელებს მაღაზიებსა და საჯარო დაწესებულებებზე თავდასხმების შემთხვევაში სწრაფად რეაგირებისკენ მოუწოდა.

„პოლიტიკური ჯგუფებისა და კრიმინალების მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მოწოდებებია. ხანგრძლივი დღე იქნება“, - აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარიზში მაღაზიებისა და სხვადასხვა ბიზნესების მფლობელებმა ვიტრინები ფიცრებით აჭედეს და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

საპროტესტო აქციების წინ საფრანგეთის დედაქალაქში მეტროს სადგურები დაიხურა.