უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამარისა და ორიოლის ოლქებში საწარმოებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამარისა და ორიოლის ოლქებში საწარმოებს დაარტყეს,- ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებმა სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში ქარხანა „ტოლიატიკაუჩუკს“ დაარტყეს, სადაც კაუჩუკს აწარმოებენ და რომელსაც რუსეთი სარაკეტო საწვავის წარმოებისას იყენებს.
დარტყმის შემდეგ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ორიოლის „პროტონ-ელექტროტექსის“ საწარმოზე, რომელიც ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებს.
ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს კრასნოდარის მხარეში მდებარე „ეისკის“ აეროდრომზე, რის შედეგადაც თვითმფრინავი დაზიანდა.

























