გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის რეზიდენციას ხანძარი გაუჩნდა - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის რეზიდენციას ხანძარი გაუჩნდა - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის რეზიდენციას ხანძარი გაუჩნდა, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

პარასკევს საღამოს გერმანიაში, ბავარიის ალპებში მდებარე ადოლფ ჰიტლერის რეზიდენციას, რომელიც ცნობილია, როგორც „არწივის ბუდე“ მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა.

რეზიდენციის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 200-მდე მეხანძრე ებრძოდა.

პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილთან ახლოს ერთი პირი დააკავეს და გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაკავებულს ხანძრის გაჩენასთან კავშირი.

1938 წელს აგებული „არწივის ბუდე“ ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების მიერ გამოიყენებოდა. მის მახლობლად ჰიტლერის საზაფხულო რეზიდენცია - ბერგჰოფი მდებარეობს.