Reuters  - აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა შესაძლოა აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში გაიმართოს

Reuters  - აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა შესაძლოა აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში გაიმართოს

აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა შესაძლოა აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში გაიმართოს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შესაძლოა „რამდენიმე კვირაში“, აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში შედგეს.

მისი თქმით, მიზანს მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრისთვის მომზადება წარმოადგენს, თუმცა ამისთვის წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის ტექნიკურ დონეზე შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში, აბუ-დაბიშია დაგეგმილი.