ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ამ ომის სწრაფად შეჩერებისთვის მზად ვართ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ამ ომის სწრაფად შეჩერებისთვის მზად ვართ

ჩვენ ამ ომის სწრაფად შეჩერებისთვის მზად ვართ, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, ომის ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ გაყინვისთვის.

„დიახ, ჩვენ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შევაჩეროთ. მზად ვართ, კონფლიქტის ფრონტის ხაზზე ახლავე გაყინვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიების დათმობას და რუსეთის ნაწილად აღიარებას არ აპირებს.

„როდესაც 25%-ზე საუბრობენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი დონბასი უნდა დავთმოთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი 25%-ს გააკონტროლებენ. ამჟამად, ისინი 19.3%-ს აკონტროლებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.