მარკო რუბიო - უკრაინაში ომი დონბასისთვის მიმდინარეობს

მარკო რუბიო - უკრაინაში ომი დონბასისთვის მიმდინარეობს

უკრაინაში ომი დონბასისთვის მიმდინარეობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

„ხალხი განუწყვეტლივ საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ომი უკრაინაში. ეს ომი დონბასს უკავშირდება. ის ქვეყნის ერთ რეგიონს უკავშირდება. არსებითად, ეს უკავშირდება ამ ქვეყნის ერთ-ერთი ნაწილის 11%-ს, რომელიც რუსეთს სურს და რომლის აღებასაც სამხედრო გზით ვერ ახერხებს, ხოლო უკრაინას მისი დათმობა არ სურს“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინას ძალიან კარგი მიზეზები აქვს, თუ რატომაც არ სურს დონბასის დათმობა.

„ეს მის სუვერენიტეტსა და გრძელვადიან უსაფრთხოებას ეხება. კითხვა იმაში მდგომარეობს, არსებობს თუ არა კომპრომისის შესაძლებლობა. იმისთვის, რათა ეს ომი დასრულდეს, ორივე მხარეს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ეს ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.