დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების მიზნით უკრაინისა და რუსეთისთვის 200%-იანი ტარიფების დაწესება არ იმუშავებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების მიზნით უკრაინისა და რუსეთისთვის 200%-იანი ტარიფების დაწესება არ იმუშავებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების მიზნით უკრაინისა და რუსეთისთვის 200%-იანი ტარიფების დაწესება არ იმუშავებს.

„ტარიფების წყალობით, ხუთი ომი დავასრულეთ. მე ვთქვი: „თუ ბრძოლას გააგრძელებთ, 200%-იან ტარიფს დაგიწესებთ“ და ისინი გაჩერდნენ. შესაძლოა, მსგავსი ზომა რუსეთისა და უკრაინის მიმართაც უნდა მივიღოთ. ამაზე არასდროს მიფიქრია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობის მცირე მოცულობიდან გამომდინარე რუსეთისა და უკრაინისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ისთვის შედეგს ვერ გამოიღებს.

„თუმცა, ჩვენ მათგან საკმარის პროდუქციას არ ვყიდულობთ, რათა ასე ვიმოქმედოთ. ასე რომ, ეს არ იმუშავებს“, - აღნიშნა ტრამპმა.