რუსებმა ხარკოვის ოლქში ბაზარს დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 17 დაშავდა

რუსებმა ხარკოვის ოლქში ბაზარს დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 17 დაშავდა

რუსებმა ხარკოვის ოლქში ბაზარს დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 17 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქ ლოზოვაში მდებარე ბაზარზე მიიტანეს.

ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმის ადგილზე სამედიცინო პერსონალი და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

„ექიმები დახმარებას ყველას უწევენ“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.