პეტრ პაველი - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიზელის გარიგებამ“ სამშვიდობო პროცესში წინსვლა შეაფერხა

პეტრ პაველი - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიზელის გარიგებამ“ სამშვიდობო პროცესში წინსვლა შეაფერხა

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიზელის გარიგებამ“ სამშვიდობო პროცესში წინსვლა შეაფერხა, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

პეტრ პაველის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ძალიან ახლოს“ იყო, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსულ დიზელის საწვავზე დაწესებული სანქციების გაუქმებით იგი ჩაიშალა.

მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, რუსეთმა აშშ-ს ასობით ათასი ტონა დიზელის საწვავი უნდა მიაწოდოს, მოსკოვს „ამოსუნთქვის საშუალება“ მისცა.

„ახლა გაცილებით რთული იქნება. რუსეთი ამ იმპულსს ზეწოლიდან თავის დასაღწევად იყენებს და ეს მისთვის ერთგვარი მორალური წამახალისებელი ბიძგია“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.