თბილისში მანქანა დაიწვა

თბილისში, მანქანა დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდი დიღმის მიმდებარედ, ხიდთან მოხდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.

























