ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს ზეიმობს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს ზეიმობს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს ზეიმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ლუთერების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც მოსავლის აღება-დაბინავებას, ნაყოფიერებასა და ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება.

„დღეს ლუთერები მადლობას უხდიან ღმერთს მოსავლისთვის - საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს აღნიშნავს. ეს ლუთერების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც მოსავლის აღება-დაბინავებას, ნაყოფიერებასა და ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.