ნაძალადევში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ნაძალადევში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ნაძალადევში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ცნობისთვის, ნაძალადევში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.