აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის შეწყვეტას მხარი პალატის 232-მა წევრმა დაუჭირა.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნის რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად ალ გრინმა („დემოკრატი“ ტეხასის შტატიდან) წარადგინა. ალ გრინი აშშ-ის პრეზიდენტს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) მოქმედებებთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

„რესპუბლიკელებთან“ ერთად პროცედურის შეჩერებას მხარი 18-მა „დემოკრატმა“ დაუჭირა, ხოლო 46-მა თავი შეიკავა, მათ შორის, წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატიული“ უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა.

„დემოკრატების“ ნაწილის განცხადებით, იმპიჩმენტი „წმინდა კონსტიტუციური მექანიზმია“, რომელიც „ტრადიციულად ყოვლისმომცველ საგამოძიებო პროცესს მოითხოვს“, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.