ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში არსებულ სპა-ცენტრში ხანძარი იყო

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში არსებულ სპა-ცენტრში ხანძარი იყო

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ სპა-ცენტრში ხანძარი იყო.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.