რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება - 8 აპრილს მოქალაქეები მემორიალთან ღამეს გაათენებენ

რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება - 8 აპრილს მოქალაქეები მემორიალთან ღამეს გაათენებენ

,,თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” - რუსთაველის გამზირზე 8-9 აპრილს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

კერძოდ, ორგანიზატორების ინფორმაციით, 8 აპრილს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მემორიალთან ღამეს გაათენებენ.

,,თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” - 8 აპრილის, 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე დაიწყება 9 აპრილთან დაკავშირებით დაგეგმილი სამოქალაქო ღონისძიებები:

8 აპრილი

20:00 - შეკრება პარლამენტთან

9 აპრილი

00:00 - ღამისთევა მემორიალთან

04:00 - პანაშვიდი

09:00–20:00 - სამოქალაქო მსვლელობები მემორიალთან

20:00 - შეკრება პარლამენტთან

მოქალაქეები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“,- აღნიშნავენ ორგანიზატორები.