უკრაინული მედია - რუსებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს - არიან დაშავებულები

უკრაინული მედია - რუსებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა სუმის ცენტრში საცხოვრებელ ზონას დაარტყეს, რის შედეგად მრავალსართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა და 11 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულზე მოხდა.