ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ჰორმუზის სრუტის დახურვის ძირითად მიზეზს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმა წარმოადგენს.

„ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა.

მაო ნინგმა აშშ-სა და ისრაელს სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა.

„პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.