The Times of Israel - ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა

The Times of Israel - ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა

ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშის შემდეგ ცენტრალურ ისრაელში ავტომობილებს ხანძარი გაუჩნდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სავარაუდოდ, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა.

დაშავებულებს დახმარება სასწრაფო დახმარების სამსახურმა აღმოუჩინა.