პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე, ბერდია სიჭინავამ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დოკუმენტი საქმეს არ დაურთო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე, ბერდია სიჭინავამ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დოკუმენტი საქმეს არ დაურთო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები სავარაუდოდ, პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მათივე ცნობით, მოსამართლემ, პროკურატურის მოთხოვნით, ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის ოფიციალური დოკუმენტი საქმეს არ დაურთო.