პროკურატურა ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობის ფაქტზე ვიტალი გუგუჩია გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ვიტალი გუგუჩია გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.
შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, რომელსაც ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის, ნათია ბერიძის მიმართ, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობის ფაქტს ედავებოდნენ, გაამართლა.

























