გურჯაანში ავტომობილი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა სამი ადამიანი

გურჯაანში ავტომობილი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა სამი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.