ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი გაათავისუფლეს

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი გაათავისუფლეს

გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზის ძმა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

მის მიერ საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება გრძელდება.

პოლიციამ ადრე განაცხადა, რომ განიხილავდნენ გამოძიების ჩატარებას გარდაცვლილ სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის კავშირთან დაკავშირებით და იხილავდნენ ბრალდებებს, რომლებშიც მან კონფიდენციალური მასალა გაავრცელა.

მედიაში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, ყოფილი პრინცი მანქანის უკანა სავარძელში, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ.