დიმიტრი პესკოვი - ჟენევაში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართება

დიმიტრი პესკოვი - ჟენევაში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართება

ჟენევაში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის ცნობით, ჟენევაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საათში დაიწყება.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი პრესისგან დახურულ რეჟიმში გაიმართება“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება.

„დღეს რაიმე სიახლეს არ უნდა ველოდოთ, რადგან, როგორც იცით, მუშაობის გაგრძელება ხვალაც იგეგმება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.