„თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნესასოციაციებისა და ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „თბილისი; მარიოტში“ საქართველოს ბიზნესასოციაციებისა და ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.

;შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სავაჭრო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა, საერთაშორისო სავაჭრო პალატა და სხვა ბიზნესასოციაციები.

;როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო პრობლემები, რომელიც ბიზნესში წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ამ ყველაფერს სამ თვეში ერთხელ პოლიტიკური; სიურპრიზები ემატება.

;მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ პრობლემების განხილვა და გამოსავლის ძებნა. გამოსავლის პოვნა კი, ფადი ასლის განცხადებით, უფრო ადვილია, როცა ბიზნესორგანიზაციები ერთად არიან.

;როგორც მან აღნიშნა, ისინი არ არიან არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები, თუმცა, მათი პოზიცია ის არის, რომ ბიზნესი მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს, სტაბილურობას და ასევე თანამშრომლობას ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და დიალოგს სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.

;გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა იმსჯელეს ბიზნესის რეგულირების, საგადასახადო საკითხებზე, ასევე რეგისტრაციის პროცედურებზე და სხვა თანმდევ პროცედურებზე. ყველა ბიზნესმენი ერთხმად აღნიშნავდა, რომ როგორც მსოფლიო საფინანსო კრიზისი, ასევე შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესს ხელს უშლის.

;როგორც საფრანგეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა განაცხადა, საფრანგეთში საბჭომ გამართა შეხვედრა, სადაც მოხდა საქართველოს, როგორც ქვეყნის პრეზენტაცია და საქართველოში; საფრანგეთის ბიზნესმენების ჩამოსვლა დაიგეგმა. ეს ვიზიტი მაისში უნდა შემდგარიყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ვიზიტი შემოდგომისთვის გადაიდო.

;ბიზნესმენები ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად დაახლოებით ერთ კვირაში რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რომელიც ხელისუფლებას წარედგინება.

;