რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

„მტერი დედაქალაქის ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით ურტყამს. გადადით თავშესაფრებში!“ - დაწერა კლიჩკომ სოციალურ ქსელში.

კიევის მერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რაკეტა დარნიცკის რაიონში კერძო სახლს მოხვდა, ჰოლოსიევსკის და დესნიანსკის რაიონებში კი არასაცხოვრებელ შენობებს.