რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი

რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხოვზე დრონების განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ქალი, მათ შორის ორსული 35 წლის ქალი.

მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცი სახლში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.