„რუსთავი 2“, “იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ არხთან მოწყობილ პიკეტირებებს აღარ გააშუქებენ

ტელეკომპანიები “რუსთავი 2” და “იმედი”; საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირებასა და ე.წ. სირცხვილის დერეფანს აღარ გააშუქებენ. ამის შესახებ განცხადებები საინფორმაციო გამოშვებებში დღეს გაკეთდა.; ამ ფაქტს ისინი კოლეგებისადმი სოლიდარობით ხსნიან.

პიკეტირებას აღარ გააშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც.; მათი გადამღები ჯგუფებები ამ დროისთვის ტელევიზიასთან არ იმყოფებიან.

„მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტებზე განხორციელებული ყველანაირი ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს’’, - ნათქვამია;განცხადებაში. ;;

;ტელეკომპანიებში მიიჩნევენ, რომ ამით, კოლეგების სოლიდარობის გარდა, თავიდან იქნება აცილებული ის პროვოკაციები, რომლებიც, შესაძლოა, მაუწყებლის წინ მოხდეს.

;ტელეკომპანიები კიდევ ერთხელ სთხოვენ ყველა პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ ჟურნალისტებს და ხელი არ შეუშალონ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.;