შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის (მუჰამად იბნ ალ-ჰასან ალ-მაჰდი) დაბადების დღეს აღნიშნავენ.

„შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ მაჰდი წინასწარმეტყველ მუჰამედის უკანასკნელი მემკვიდრე და მე-12 იმამია. შიიტები მას აიგივებენ მესიასთან (მაჰდი), რომელიც „სრულიად დაემალა სამყაროს“ 941 წელს და უნდა გამოჩნდეს სამყაროს დასასრულის წინ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.