არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ტაქსის მძღოლის მიმართ გამოძიება დაიწყო

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ტაქსის მძღოლის მიმართ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ტაქსის მძღოლია.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.