ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში მივიდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ელისეის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი და მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.

პარიზში, თბილისის დროით 18:00 საათზე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დაიწყება.