ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების თემაა: საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება.