კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვას ზეიმობენ

კათოლიკური სამყარო დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვას ზეიმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაულად ეს დღე 1854 წლიდან, რომის პაპის, პიუს IX-ის დოგმატის საფუძველზე აღინიშნება.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























