ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 92 წლის იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.