დონალდ ტუსკი - პოლონეთთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება პოლონელების მიერ იქნება მიღებული - არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე და არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე

დონალდ ტუსკი - პოლონეთთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება პოლონელების მიერ იქნება მიღებული - არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე და არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე

არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება პოლონელების მიერ იქნება მიღებული. არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე. როდესაც საქმე მშვიდობას ეხება, ყველა მოლაპარაკებაში უკრაინა უნდა იყოს. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე,” - წერს ტუსკი.