პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან საპოლიციო კორდონია მოწყობილი და სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

მოქალაქეები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იმყოფებიან.

უწყვეტი პროტესტის 355-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.