სასამართლომ ლიზი უბილავას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ლიზი უბილავას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ლიზი უბილავა, რომელსაც შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უბილავას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.