გიორგი წულაიას, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გიორგი წულაიას, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი წულაია, რომელსაც შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ენუქიძემ წულაიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო წულაიას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

გიორგი წულაიას რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.