ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ის იზოლატორიდან საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო გუშინ შეუფარდა.

პოლიციამ ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ორი დღის წინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.