სამხრეთ ჩინეთს ტროპიკული შტორმი „პოდული“ დაატყდა თავს

სამხრეთ ჩინეთს ტროპიკული შტორმი „პოდული“ დაატყდა თავს

სამხრეთ ჩინეთს ტროპიკული შტორმი „პოდული“ დაატყდა თავს. სტიქიის გამო ჩინეთის ცალკეულ რეგიონებში საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეფერხდა და სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.

Reuters-ის ინფორმაციით, შტორმის წინ სამხრეთ ჩინეთში რეკორდული რაოდენობის ნალექები მოვიდა. კონტინენტამდე მიღწევამდე „პოდული“ ჯერ კუნძულ ტაივანს დაატყდა თავს, სადაც 143 ადამიანი დაშავდა.

სტიქიის გამო, გუანდუნგის, ჰუნანისა და ძიანსის პროვინციებში ავიარეისების 20% გაუქმდა.