ჯო უილსონი - ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს

ჯო უილსონი - ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, რომელსაც ახასიათებს, როგორც „ზესახელმწიფოს, რომელსაც უნდა მიბაძო“. "MEGOBARI აქტი" საჭიროა, რათა აშშ-მა შუა დერეფნით ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომა შეინარჩუნოს და ქართველებს ძნელად მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს“, - წერს ჯო უილსონი.