მიხეილ სააკაშვილი - დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს
იმ ათასობით ადამიანის მიმართ, ვინც თავის პროტესტს გამოხატავდა, მე მაქვს პატივისცემა, დიდი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ.
;„არავის უნდა ეგონოს, რომ ჩვენ არ ვაცნობიერებდეთ რა რთულ სიტუაციაშია დღეს საქართველო. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო 20 პროცენტი არის ოკუპირებული, საქართველო არის სიტუაციაში, როცა მუქარები მტრის მხრიდან ისმის მუდმივად, საქართველოს ურტყამს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ყველაფერი ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და მათ უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
;მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
;

























