ერაყის აღმოსავლეთით, ქალაქ ალ-კუტში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ორმოცდაათი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის აღმოსავლეთით, ქალაქ ალ-კუტში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ორმოცდაათი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის აღმოსავლეთით, ქალაქ ალ-კუტში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე ორმოცდაათი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (INA) ავრცელებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მოედო ცეცხლი ხუთსართულიან შენობას ალ-კუტში ღამით, მეხანძრეები კი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.