ნორვეგიის ელჩი - საქართველოში თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად ერთად ვდგავართ

ნორვეგიის ელჩი  - საქართველოში თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად ერთად ვდგავართ

ჩვენ საქართველოში თავისუფალი დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად ერთად ვდგავართ, - ამის შესახებ ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს კოლეგებთან და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებთან ერთად ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ვაკვირდებოდი, რითაც მზია ამაღლობელსა და „ბათუმელებს“ სოლიდარობა გამოვუცხადე“, - წერს ნორვეგიის ელჩი საქართველოში.