პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, სამორას რეგიონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლამბორგინის მარკის მანქანას საბურავი გაუსკდა, გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.