ხვალინდელ შეხვედრას დავით ბაქრაძე და უმრავლესობის წევრებიც დაესწრებიან

პრეზიდენტისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ხვალინდელ შეხვედრას, ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობაში განუცხადეს, შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრებიან უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, აგრეთვე, დეპუტატები ზურაბ მელიქიშვილი, გოკა გაბაშვილი და გიორგი მელაძე.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ჯერ; ვერ აკონკრეტებენ, მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწლეობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდა.

შეხვედრა ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში, 14:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

ოპოზიციას შეხვედრაზე ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი, კახა შარტავა და ლევან გაჩეჩილაძე წარმოადგენენ.