რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის ოთხ ოლქში 45 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის ოთხ ოლქში 45 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ოთხ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თვითმფრინავის ტიპის 45 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 27 დრონი - კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, 16 - ბელგოროდის ოლქში, თითო-თითო კი - ლიპეცკისა და როსტოვის ოლქებში.