დონალდ ტრამპმა რუსული გემებისთვის აშშ-ის პორტებში შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსული გემებისთვის აშშ-ის პორტებში შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციასთან სხვაგვარად დაკავშირებული გემების მიღების აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული.

დოკუმენტში, რომელსაც ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოეწერა, აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

აკრძალვა პირველად აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წლის აპრილში შემოიღო.