მარგუს ცაჰკნა - მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით - ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა

მარგუს ცაჰკნა - მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით - ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა

მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით სხვა ერების თავისუფლების ხარჯზე. ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, წარმატებისთვის საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა.

“წარმატებისკენ მიმავალი გზა ნათელია: უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა, რომლებიც ამ ომს კვებავს”, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.